გამოცხადდა არაფორმალური განათლების კონკურსი მასწავლებლებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან
ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით, ცხადდება არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის!
პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ, განავითარონ და განახორციელონ თავიანთი იდეა არაფორმალური განათლების მიმართულებით, განათლების სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების მენტორობით.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
- რეგისტრაცია;
- იდეების გადარჩევა;
- მენტორინგის ონლაინ სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
- ფინალისტების გამოვლენა;
- ფინალური ღონისძიება – გამარჯვებული იდეების გამოვლენა.
კონკურსის მიზანია, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. არაფორმალური განათლება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, უკეთ წარმოაჩინოს თავისი ინტერესები, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და დაგეგმოს კარიერული განვითარების გზა. ამასთან ერთად, მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
გამარჯვებული იდეების ავტორი მასწავლებლები, ალტე უნივერსიტეტისგან მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას იდეის განხორციელებისთვის!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე:
რეგისტრაცია 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი