პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოში გაწევრიანებას ნებისმიერ ორგანიზაციას სთავაზობენ
პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭო ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრად დარეგისტრირებას სთავაზობს.
აღნიშნული საბჭოს ფარგლებში არსებობს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც გასული წლის დეკემბერში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ (რაც სავარაუდოდ პოლიციაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა) რამდენჯერმე შეიკრიბა და რამდენიმე ინიციატივაც გააჟღერა.
„გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რასაც ყველა მხარე დაეთანხმა – პირველი, რესურსების პრიორიტეტული გამოყოფის აუცილებლობა ყველა უწყებაში ბავშვებთან მომუშავე თანამშრომელთა მუდმივი, განგრძობადი და სისტემური კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ასევე, განათლების სამინისტროს მიერ ადრეული რისკების იდენტიფიცირებისა და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვზე მორგებული სპეციალიზებული დანაყოფების შექმნა. მშობლებისათვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ზრდა და უწყებათაშორისი კოორდინაციის აუცილებლობა იმისათვის, რომ ბავშვს მიეწოდოს განგრძობადი და სრულყოფილი რეფერირების სერვისები” – აცხადებდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა სამინისტროებს სისტემაში არსებულ პირველი რიგის პრობლემები და მათი გადაჭრის გეგმა წარადგინონ.
როგორიც ადამიანის უფლებათა საბჭოს ინიციატივიდან ირკვევა, ოფიციალური უწყებების გარდა, არსებული საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობა დაინტერსებულ ორგანიზაციებსაც ექნებათ.
-
რა ანაზღაურებას მიიღებენ საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში დასაქმებული ექიმები და ექთნები – დადგენილება
by ინფოLIFE
-
ცნობილია, რამდენი ლარი გახდა სკოლის მანდატურის ხელფასი იანვრიდან – განათლების მინისტრის ბრძანება
by ინფოLIFE
-
რომელი მოსწავლეები მიიღებენ მე-11 და მე-12 კლასში ფულად წახალისებას – მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2026
by ინფოLIFE