GE

რა მოეთხოვება აბიტურიენტს უცხოური ენის გამოცდის ტესტზე მუშაობისას – საჭირო წვრილმანები

2020 წლის უცხო ენის გამოცდაზე გასულმა თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ ტესტი შედგება 8 დავალებისაგან და ამოწმებს აბიტურიენტის მოსმენის, კითხვისა და წერის უნარებს. ასევე, ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ლექსიკური და გრამატიკული მასალის ცოდნას.

დავალებებში შემავალი საკითხები, გარდა მე-7 და მე-8 დავალებებისა, ფასდება 1 ქულით. მე-7 დავალებაში აბიტურიენტს მოეთხოვება წერილზე მოკლე პასუხის გაცემა. ამ დავალების მაქსიმალური ქულაა 6. მე-8 დავალებაში აბიტურიენტს მოეთხოვება მინიმუმ 120-სიტყვიანი თხზულების დაწერა. ამ დავალების მაქსიმალური ქულაა 16. მთლიანი ტესტის მაქსიმალური ქულაა – 80, გამოცდის ხანგრძლივობა კი 2 საათი და 30 წუთია.

უცხოურ ენებში აბიტურიენტებისთვის 2020 წლის გამოცდებზე ორი სიახლე იქნება – ტესტების ნიმუშები

საჭირო წვრილმანები ტესტზე მუშაობისას:

აბიტურიენტმა უნდა მოუსმინოს B1 სირთულის მცირე და შედარებით დიდი ზომის ტექსტებს და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.

უნდა წაიკითხოს B1 სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის (განცხადება, რეკლამა, წერილი) ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტი და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი;

კონტექსტის გათვალისწინებით, გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას საჭირო სიტყვები;

კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში სწორ ფორმაში ჩასვას მეტყველების სხვადასხვა ნაწილები ან ფორმაცვალებადი სიტყვები.

დაწეროს მოკლე წერილი მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დაწეროს 120-150-სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით.

ყველა დავალების შემთხვევაში დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური