რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში შემოტანილი სათამაშო – ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტი დამტკიცდა. წესი გულისხმობს, იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების კონტროლის მექანიზმების განხორციელებას.
ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება პროდუქტებზე (შემდგომში – „სათამაშო“), რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა.
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტით დადგინდა სათამაშოს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებიც.
ბიუროკრატიული ხასიათის პროცედურებთან ერთად ბრძანებით განისაზღვრა, რომ ბაზარზე ზედამხეველობის სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს, ამა თუ იმ ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების სააგენტოსთვის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ბრძანებით ასევე დაევალა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოებს, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყონ ერთიანი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების(დადასტურების) წესის დამტკიცება.
ა.წ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE