რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს „მე და საზოგადოების“ სწავლება სკოლებში?
მუხრან გულიაშვილი – სასკოლო კვლევების ცენტრი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლაში თითოეული საგანის სწავლებას თავისი მიზანი აქვს, მაგალითად, ისტორიის სწავლების მიზანია- „ხელი შეუწყო ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად”
ბუნებრივია, ახალი სგანის „მე და საზოგადოების“ სწავლებასაც, აქვს გარკვეული მიზნები. ზოგადად, ეს არის მოსწავლეებში ლიბერალურ- დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, კონკრეტულად კი საგნის სტანდარტის პროექტშია ჩამოყალიბებული, ნახეთ ამონარიდი სტანდარტიდან:
- დაეხმაროს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი;
- ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ სამშობლოს სიყვარული თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება;
- შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ზნეობრივად მოქმედების უნარი;
- საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშაოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.”
ვფიქრობ, მიზნები და მათი მიღწევის საშუალებები უნდა იყოს ყველაზე საინტერესო განსახილველად მათთვის, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის და მათთვისაც, ვინც ამბობს, რომ აუცილებელია ახალი საგნის დამატება სასკოლო პროგრამაში. პარადოქსი ის არის, რომ საჯარო დისკუსიებში მეტი აქცენტები სხვა საკითხებზე კეთდება.
მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ საგნის სწავლების მიზნები და ის თუ რა პრობლემაზე პასუხია სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება? თუ ეს გვეცოდნება, ადვილად შევძლებთ გავაანალიზოთ, ისედაც გადატვირთულ სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის შემოტანა, არის თუ არა, მიზნების (მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება) მისაღწევად საუკეთესო საშუალება ?
ლოგიკური დასკვნების გამოტანის საშუალებით, შესაძლებელია პასუხი გავცეთ ზემოთ დასმულ შეკითხვას.
გავიხსენოთ, სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის დამატების უახლესი ისტორია და მისი შედეგები.
2007 წელს სასკოლო პროგრამაში შევიდა საგანი „სამოქლაქო განათლება“, 2015 წლიდან ეს სგანი ეროვნულ გამოცდებსაც დაემატა არჩევით სგანად. საგნის შემოღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, (2010 წელს) ჩატრადა კველევა საგნის სწავლების ეფექტიანობის შესახებ. გთავაზობთ ამონარიდს კვლევიდან:
“თვისობრივ კვლევაში მონაწილე რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნა ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ თეორიული ცოდნის დონეზე რჩება და მოსწავლეები ვერ უზრუნველყოფენ მიღებული ცოდნის რეალიზებას პრაქტიკაში”
“როგორც რაოდენობრივი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, მოსწავლეებს შორის მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების სიხშირე ზოგადად არცთუ მაღალია. ამასთან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მივიღეთ თბილისისა და სამცხე- ჯავახეთის რესპონდენტებთან და ზოგადად მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან.”
კვლევის ანგარიშიდან ჩანს, რომ სკოლებში ვერ მოხერხდა საგნის ეფექტურად სწავლება.
ამ ყველაფერის მიზეზად დასახელებული იყო შემდეგი ფაქტორები: მასწავლებელთა მომზადების დაბალი დონე, არასაკმარისი სასკოლო რესურსები და არასათანდო სასწავლო მეთოდები.
კვლევის შედეგები საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ განვსაზღვროთ პოტენციურად რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს ახალი საგნის სწავლებას და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მიღწევას.
მაღალი ალბათობით, კვლევაში მოხსენიებული პრობლემები სასკოლო სისტემაში (მასწავლებელთა მომზადების დაბალი დონე, არასაკმარისი სასკოლო რესურსები და არასათანდო სასწავლო მეთოდები) დღესაც არსებობს, ამიტომ, პროგრამაში ახალი საგნის დამატებამ, შესაძლოა, სულაც არ მოიტანოს სასურველი შედეგი.
კვლევაში მოხსნებული პრობლემების (მასწავლებელთა მომზადების დაბალი დონე, არასაკმარისი სასკოლო რესურსები და არასათანდო სასწავლო მეთოდები) აღმოფხვრის შემთხვევაში, ახალი საგნის დამატება არც იქნება საჭირო- ყველაზე კარგად მოსწავლეები სწავლობენ მაგალითებით, და პრაქტიკული აქტივობებით. ამიტომ, ლიბერალურ- დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად, საკმარისი იქნებოდა სისტემის დაკომპლექტება ისეთი კადრებით, რომელბიც არა თეორიულად, არამედ საკუთარი მაგალითებით ასწავლიან მოსწავლეებს ტოლერანტობას, დემოკრატიულობასა და კრიტიკულ აზროვნებას. ასვე, კარგი იქნებოდა მოსწავლეთა თვითმართველობებისთვის ხელშეწყობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა უკეთ შესწავლილიყო, თუ რა არის პრობლემა და შედეგ მისი გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული გზა დასახულიყო.
საგანი “მე და საზოგადოება” და იწილო-ბიწილო
სახალხო დამცველი საგნის „მე და საზოგადოება“ შესახებ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
სამინისტრო: „არ დავუშვებთ მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით სპეკულირებას“
საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის “მე და საზოგადოება” ფართო განხილვას მოითხოვს
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი