სახალხო დამცველი საგნის „მე და საზოგადოება“ შესახებ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი საგნის “მე და საზოგადოება” შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“ბოლო პერიოდში მრავალი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა საგანმა, „მე და საზოგადოება“, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში უნდა ისწავლებოდეს.
ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის მიერ, მხოლოდ ამ საგნის სასწავლო გეგმის (სტანდარტისა და წლიური პროგრამის) სამუშაო ვერსიაა მომზადებული.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საგნის სწავლების მიზნები: მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, სრულად შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას.
სახალხო დამცველი პოზიტიურად განიხილავს სასწავლო გეგმის შინაარს, რომლის მიხედვითაც, ამ საგანმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ჰუმანური ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საგანი „მე და საზოგადოება“ უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ განათლებამ ,,ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, მშვიდობას და მეგობრობას” და ასევე ბავშვის უფლებათა დეკლარაციის 29-ე მუხლს, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ბავშვი უნდა მომზადდეს „თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის, გაგების, მშვიდობის, ტოლერანტობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის, ყველა ხალხს, ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთებით“.
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ამ საგნის მეშვეობით, არა მხოლოდ გაამყაროს შემწყნარებლობის ტრადიცია, რომელიც უცხოს, განსხვავებულის ატანას გულისხმობს, არამედ კიდევ უფრო გააძლიეროს ტოლერანტობის კულტურის განვითარება და ამაღლება სკოლებში და ეს აქტივობები ტოლერანტობის პრინციპთა „იუნესკოს“ დეკლარაციას (1995 წლის 16 ნოემბერი) დააყრდნოს, რომლის მიხედვითაც, „ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს მარტო მორალური ვალი კი არა, პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა, რომელიც ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას განაპირობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო: „არ დავუშვებთ მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით სპეკულირებას“
სკოლებში ახალი საგნის – ,,მე და საზოგადოება” სწავლება გადაიდო
საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის “მე და საზოგადოება” ფართო განხილვას მოითხოვს
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება