რამდენად უსაფრთხოა მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება – აუდიტის დასკვნა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად ათასობით მოსწავლე სარგებლობს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხო გადაადგილება. სატრანსპორტო კომპანიის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს.
სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.
ანგარიშში საუბარია, რომ კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ შრომას განაპირობებს მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE