რისთვის გადაიხდის 50 000 ლარს გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდების ორგანიზების უფლების გასაგრძელებლად 50 000 ლარს გადაიხდის. შესაბამისი მოთხოვნა ცენტრს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის უკვე გაგზავნილი აქვს. შესყიდვის განხორციელების მიზეზი არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლაა.
„აღნიშნული ტესტები აფასებს ენობრივი კომპეტენციის ფართო სპექტრს, დაწყებული საერთო ევროპული სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული A1 დონიდან C1 დონით დამთავრებული. გარდა ამისა ამ ტესტის ჩაბარების შედეგად მიღებული სერტიფიკატი არის უვადო. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენთან რეგისტრირდებიან გამოცდის ჩასაბარებლად ის აპლიკანტები, რომლებსაც კონკრეტულად სჭირდებათ კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით (მოცემულ ლინკში ჩამოთვლილია იმ ორგანიზაციების და სასწავლო დაწესებულებების სია, რომლებიც ითხოვენ აღნიშნულ სერტიფიკატს და შესაბამისად მხოლოდ ამ ორგანიზაციის ტესტებით ხდება გამოცდების ჩაბარება და ალტერნატივა არ არსებობს“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წერილში.
“ნაეკის” ინფორმაციით, საქართველოში კემბრიჯის ინგლისურენოვანი გამოცდის ჩაბარებაზე მოთხოვნა დიდია. გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება 2013 წლის 30 აგვისტოს ლიცენზიის საფუძველზე აქვს მინიჭებული. ახალი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 31 იანვრამდე იქნება განსაზღვრული.
-
ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეთა ევაკუაცია იყო – სასწავლო პროცესი შეჩერებულია by ინფოLIFE 7 მარტი, 2025
-
გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით დადიოდა – ფაქტს სამართალდამცავები სწავლობენ by ინფოLIFE 23 იანვარი, 2025
-
2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება – თარიღები და გასაწვევ პირთა ვალდებულება by ინფოLIFE 20 დეკემბერი, 2024