როგორ ვნახოთ მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
თუ ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის ჯამური შეფარდების რეპორტის ნახვა გსურთ, შესაბამის პროცედურას უნდა მიჰყვეთ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვიდეოინსტრუქციას და განმარტებას აქვეყნებს:
“როდესაც გავივლით ავტორიზაციას ელექტრონულ ჟურნალში, შევდივართ მოდულში “მონაცემები” და ვირჩევთ გრაფას ,,ჯამური შეფასების რეპორტი’’. შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელშიც უნდა შევიტანოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, ეს გახლავთ კლასი, შეფასების ტიპი, მოსწავლე და საგანი, შემდეგ ვაწვებით ღილაკს ,,შესრულება’’. ამის შემდგომ ეკრანზე გამოდის ინფორმაცია, რომლის დათვალიერებასთან ერთად, ასევე შეგვიძლია მისი ექსპორტი, მარჯვენა ზედა კუთხეში, ისრის ღილაკის საშუალებით”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 7 აპრილის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში 30-ზე მეტი პირის დახმარებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
by ინფოLIFE
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE