როგორი იქნება შსს-ს მოზარდებისთვის განკუთვნილი განყოფილება
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული განყოფილების გახსნას სამინისტრო პირველი აპრილიდან გეგმავს.
“იქმნება სპეციალიზებული, საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებული ევროპული სტანდარტის ოთახები. ოთახები იქნება კამერით აღჭურვილი, რაც ეცნობება იმ კონკრეტულ პირსაც, რომ შემდეგ, რამე პრობლემა არ შეიქმნას. იქ იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც მარტო მოზარდებზე იმუშავებენ და აუცილებლად ფსიქოლოგებიც. თუ მოითხოვს მშობელი დაესწროს ფსიქოლოგიც, გააჩნია წლოვანებას, ის დაესწრება არასრულწლოვნების გამოკითხვას. ეს თემა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან კარგი იქნება, რაც ჯერჯერობით არ გვაქვს. გახსოვთ რა მოხდა, სამწუხაროდ, სირაძის შემთხვევაში სხვადასხვა გამომძიებელი იჯდა ოთახში. გვიწევს არასრულწლოვანის ასეთ განყოფილებაში მიყვანა, რადგან ცალკე მათთვის გაკეთებული ოთახი არ გვაქვს. ეს პროექტი ბატონი გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როცა შს მინისტრი იყო. ამას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ და დავამთავრებთ. ეს არასრულწლოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თ.ვ.
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE