რომელი მოსწავლეები მიიღებენ მე-11 და მე-12 კლასში ფულად წახალისებას – მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2026
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტი, რომელშიც განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განსაზღვრულია 11 055.0 ათასი ლარი.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფულადი წახალისება.
კერძოდ, როგორც ბიუჯეტის დოკუმენტშია განმარტებული, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეებს წაახალისებს ფულადი ჯილდოთი 250 ლარის ოდენობით.
“განათლება მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროა. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლის სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს სკოლის მოსწავლეების სწავლის ხარისხი, მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, ვინაიდან მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს, იმოქმედოს, ისწავლოს, მიაღწიოს უფრო მაღალ შედეგს”, – ვკითხულობთ საკრებულოს დადგენილებაში.
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE