რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის თავისუფალ დასწრებას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული.
გაერთიანება განმარტავს, რომ თავისუფალი დასწრება მშობელთა თხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.
„რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით. თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რამე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE