GE

საატესტატო გამოცდების წინ წასაკითხი რჩევები საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან

ზოგადი განათლების დაწესებულებებში ხვალიდან საატესტატო გამოცდები იწყება. 20 მაისი პრეტესტისთვის არის გათვლილი. 21-დან კი მე-12 კლასელებს ქართული ენის, მათემატიკის, უცხო ენისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. სწორედ საატესტატო გამოცდის შედეგზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მეთორმეტეკლასელი ატესტატის აღებას და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.

Aris.ge- განათლებამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეული საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი გამოკითხა.  რჩევები, რომლებსაც ისინი სკოლის მოსწავლეებს აძლევენ  გამოცდების წინ ნამდვილად გასათავლიწინებელია:

კახა ჯამბურია: ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი:

SONY DSC

,,პირველ რიგში, მეთორმეტე კლასელებს ვურჩევ  – არ არის აუცილებელი გრამატიკული წესების დაზეპირება. იქ ისეთი დავალებებია, სადაც პრაქტიკული ცოდნა უნდა გამოამჟღავნონ.  ანუ, სად დასვას სასვენი ნიშანი,  ან რომელია სინონიმი და რომელი ანტონიმი. აი ამ ტიპის დავალებებია. წესების დაზეპირება არაა საჭირო. ასევე, ლიტერატურის ნაწილშიც ციტატების ცოდნა არ შემოწმდება. მოწმდება მხოლოდ ის, იცის თუ არა მოსწავლემ ტექტსი შინაარსი.  ასევე, მოცემულია პატარა ტექსტი, რომელიც დაკვირვებით უნდა წაიკითხონ და 4 პასუხიდან ერთ-ერთი უნდა შემოხაზონ,”- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში კახა ჯამბურიამ.

მისივე თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეები ხშირად ოთხ სავარაუდო პასუხის არცკი კითხულობენ და პირველივე პასუხს ხაზავენ, ამიტომ, ჯგუფის ხელმძღვანელი მოსწავლეებ ურჩევს არ აჩქარდნენ.

კიდევ ერთი რჩევა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის – ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, „არ არის საჭირო პერსონალიების სახელების და თარიღების დაზუთხვა, ასეთი ტიპის დავალებები ნაკლებადაა და ძირიტადი ყურადღება სიუჟეტის მნიშვნელოვან ეპიზოდებს ეთმობათ“.

რუსუდან ტყემალაძე – უცხო ენის ჯგუფის ხელმძღვანელი:

i1384171164545121,,უცხო ენის გამოცდაზე 4 ტიპის დავალება იქნება – გრამატიკა, ლექსიკა, წაკითხულის გააზრება და ფუნქციური ენა, ანუ კითხვა პასუხი.  ყველა კითხვა დახურულია და ყველას ოთხი სავარაუდო პასუხი აქვს. მოსწავლეებს არაფრის წერა არ უწევთ, მხოლოდ ერთი პასუხი უნდა შემოხაზონ.  მთავარია, ყურადღებით იყვნენ. თითო პასუხზე დაახლოებით 2 წუთია გამოყოფილი, თუმცა, გაცილებით ნაკლები დროა საჭირო სწორი პასუხის მოსაძებნად. ტექსტები დაახლოებით 5 ან 6 წინადადებისგან შედგება.  არის მარტივი, საშუალო და რთული ტესტები – ყველა სახის მოსწავლეზეა გათვლილი, შესაბამისად, ყველას შეეძლება თავისი ცოდნა გამოავლინოს,”-აღნიშნა Aris.ge-განათლებასთან საუბარში რუსუდან ტყემალაძემ.

 

ზაზა თევდორაძე – მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი:

მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეები ,,მთელი პროგრამისთვის მზად უნდა იყვნენ”.

752CC31E-62F1-4542-9125-94D98717AF65_w748_r1_s,,დავალებები მთელი პროგრამის მიხედვით დგება.  მოსწავლემ უნდა იცოდეს როგორც ალგებრა, ასევე გეომეტრია, დავალებები იქნება მონაცემთა ანალიზი, ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. თუმცა, ფორმულების ჩამოწერა არ მოუწევთ ყველა დავალებას პასუხები მოჰყვება და მოსწავლემ უნდა აირჩიოს. ტესტი საშუალო სირთლის კითხვით დაიწყება და მოსწავლის პასუხიდან გამომდინარე, შეიძლება გართულდეს ან გამარტივდეს,”- აცხადებს ზაზა თევდორაძე.

 

მიხეილ ბახტაძე – ისტორიის საგამოცდო ჯგუფის წარმომადგენელი:

,,ტესტში დავალებები მე-11-მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებიდან იქნება. წარმოდგენილი იქნება აუცილებლად ფაქტობრივი მასალა და მოსწავლეებმა ყურადღება ძირიტადად მთავარ და ძირითად ინფორმაციაზე უნდა გაამახვილონ. აუცილებლად ექნებათ ტექსტი, რომლის წაკითხვა და გააზრება მოუწევთ, იქნება მასალა, სადაც არგუმენტირება უნდა გამოჩნდეს. ასევე, გვექნება რუკები და ილუსტრირებული მასალა, საიდანაც მოსწავლეებს ინფორმაციის ამოღება მოუწევთ. მთავარია არ იჩქარონ და ყურადღებით წაიკითხონ კითხვის შინაარსი”.  

ყველა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის მთავარი გზავნილი დავალების ყურადღებით წაკითხვას გულისხმობს. Aris.ge-განათლება წარმატებას გისურვებთ.

მე-12 კლასის 2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი

მე -11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი დამტკიცდა ცნობილია

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური