საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის კომისიის თაობაზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა
დღეს, 13 თებერვალს, განათლების დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილე დავით ფერაძე ირაკლი შოთაძის უწყებისგან საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კომისიის შესახებ არაერთი საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას სთხოვს.
EDU.ARIS.GE პროკურატურაში შეტანილი საჩივრის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს,
გაცნობებთ, რომ 2022 წლის ბოლოდან მიმდინარეობდა საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი. პირველი ეტაპი მოიცავდა ტესტირებას, შემდეგი ეტაპი კი – ორ გასაუბრებას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებ 25/ნ). ტესტირებაგავლილი კონკურსანტების ნაწილი კონკურსს გამოეთიშა მეორე ეტაპიდან, ნაწილი კი შესაბამისმა კომისიამ შეარჩია დირექტორობის უფლების მქონე პირად, რომლებზეც გაიცა დირექტორობის უფლები დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიცირებული კანდიდატებისთვის 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა მეორე გასაუბრება. გასაუბრების არცერთ ეტაპზე არ მიმდინარეობდა პრცესის აუდიო, ვიდეო, სტენოგრაფიული ფიქსაცია, არ არსებობდა წინასწარი კრიტერიუმები და ა.შ.
სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომისიის წევრები მოქმედებდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდნენ გარეშე პირების ზემოქმედებით ან/და იყვნენ არაკვალიფიციურები, მიკერძოებულები და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაში.
წარმოგიდგენთ კომისიის არასრულ შემადგენლობას გასაუბრებათა სახვადასხვა ლოკაციის მიხედვით:
1. თბილისი
ა) ლალი კალანდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელიდა ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გია მურღულია – განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონსულტანტი;
გ) ნანა ჭოჭუა – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დ) თამარ გოშაძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის კოორდინატორი -კომისიის წევრი;
ნინო კავთიევსკაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.
2. იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
ა) ქეთევან ციხისელი – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე -კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო წერეთელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დავით დაბრუნდაშვილი – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
დ) მეგი როსტიაშვილი-წიკლაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლორესურსცენტრის უფროსი – კომისიის მდივანი.
3. გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი.
ა) ეკატერინე კვირიკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ქოქრაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დიმიტრი ბერიძე – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – კომისიის წევრი;
დ) თეა ცერცვაძე – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი –
კომისიის მდივანი.
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი
ა) ეკატერინე ხუციშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ეკატერინე მარხვაშვილი – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ) ეკატერინე მაჩიტიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
სია გახლავთ არასრული და სავარაუდოდ, რამდენიმე მათგანი რეალურად არ ღებულობდა მონაწილეობას არცერთ გასაუბრებაში.
გთხოვთ, საკუთრივ პროკურატურის საგამოძიებო სამსახურებს დაავალოთ და მოიკვლიოთ საქმის დეტალები, დააზუსტოთ კომისიების რეალური შემადგენლობა, იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ არცერთ გასაუბრებაში და რატომ მოხვდნენ ამ სიაში, დაკითხოთ კომისიების ყოველი მონაწილე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან მოიკვლიოთ მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა დაკისრებულ მოვალეობასთან, იურიდიული საფუძველი (დოკუმენტი), რის მიხედვითაც იღებდნენ გადაწყვეტილებას და ამ დოკუმენტის ავთენტურობა, მიკერძოებული გადაწყვეტილების მიზეზები, გარეშე პირთა ჩართულობა და სხვა საეჭვო დეტალები.
გთხოვთ, გვაცნობოთ რეაგირების შესახებ”.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE