GE

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ღირებულება 300 მლნ ლარს აჭარბებს – მაია ცქიტიშვილი

დღეიდან მე-10 მოწვევის პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის მოსმენას შეუდგა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ინფრაქსტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების წინაშე განაცხადა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად გრძელდებოდა და სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცი 2021 წელსაც დაგეგმილია. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ პროგრამის ღირებულება ჯამში 300 მილიონ ლარს აღემატება.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივაც ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს, რომლის ჯამური ღირებულება აღემატება 300 მილიონ ლარს. ამ მიმართულებით მხოლოდ 2020 წელს პანდემიის მიუხედავად ჩვენ შევძელით 20 ახალი სკოლის მშენებლობის დასრულება, რომელშიც 1530 ბავშვი ისწავლის. გარდა ამისა, 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7000 ბავშვისთვის და დაახლოებით 16 ათასი ბავშვისთვის 100 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე 17 ბაღია გახსნილი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, პარლამენტს ასევე წარედგინა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური