საგანგებო ვითარების პერიოდში ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა პანსიონატების მუშაობა არ შეჩერდება
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, დოკუმენტში დაკონკრეტებულია იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიდოში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. სუბიექტებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოეთხოვებათ.
დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეზღუდული არ იქნება 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/ თავშესაფრები/დაწესებულებები).
ჩამონათვალში ასევე დასახელებულია მშენებლობა; თამბაქოს წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა და ტელემაუწყებლობა; ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები და ა.შ.
თ.ვ.
-
ხელფასი 2 400, 3 490 და 3 960 ლარია – მანდატურის სამსახური სპეციალისტებს ეძებს
by ინფოLIFE
-
რა ანაზღაურებას მიიღებენ საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში დასაქმებული ექიმები და ექთნები – დადგენილება
by ინფოLIFE
-
ცნობილია, რამდენი ლარი გახდა სკოლის მანდატურის ხელფასი იანვრიდან – განათლების მინისტრის ბრძანება
by ინფოLIFE