სამეცნიერო დაწესებულებების შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 140 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა
საქსტატი სამეცნიერო დაწესებულებების 2019 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი მონაცემებით, გასულ წელს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში 48 დაწესებულება ახორციელებდა, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 140.2 მილიონი ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხვმა 13 732 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 10 191 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 52.4 პროცენტი ქალია, ხოლო 47.6 პროცენტი კაცი. რაც შეეხება მკვლევართა სამეცნიერო სტატუსს -მკვლევართა 71.4 პროცენტი არის დოქტორი, ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 26.7 პროცენტი – მაგისტრი, ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 1.8 პროცენტი ბაკალავრი, ან მასთან გათანაბრებული განათლებით.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს და მათი რიცხვი 2 398 ერთეულს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 442 კაცია დასაქმებული.
რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, საქსტატის მონაცემების თანახმად, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
-
ატესტატის სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის მარნეულის N4 სკოლის დირექტორი დააკავეს
by ინფოLIFE
-
60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE