საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების 51% ქალია, თუმცა წამყვან პოზიციებზე დასაქმებულთა უმრავლესობა მამაკაცია
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების 51% ქალია და გოგონებს განათლებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, მიუხედავად ამისა ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებიდან წამყვან პოზიციებზე მამაკაცების რიცხვი ჭარბობს.
„საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების 51% ქალია, ხოლო სადოქტორო პროგრამებზე 61%-ზე მეტი ქალი სწავლობს. გარდა ამისა,“მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გოგონები მათემატიკაში – 4, ხოლო მეცნიერებაში – 14 ქულით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ვიდრე ბიჭები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებს კარგი განათლება აქვთ, მათ გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ვერ ვხედავთ“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალები საქართველოდან“.
აღნიშნული სტატისტიკის პარალელურად, საქართველოში ასევე პრობლემაა ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა. ძალადობის პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ გარკვეული ღონისძიებები ტარდება განათლების და სოციალურ სივრცეებში. გარდა ამისა, სახელმწიფო აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტია ძალადობის ისეთ ფორმებთან ბრძოლა, როგორიცაა ბავშვობის ასაკში ქორწინება და სექსუალურ შევიწროება. მიმდინარეობს მუშაობა ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხზე საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვაზე.
მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ გამოწვევად რჩება. საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანი ამბობს, რომ იცნობს ადამიანს, რომელსაც პარტნიორის ძალადობა ჩაუდენია. ქალების 28% და კაცების 18% ამბობს, რომ იცნობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE