GE

საქართველოში 25 წლის ზემოთ ახალგაზრდებს დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ – უახლესი კვლევის მიგნებები

ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებას შეეხება, მნიშვნელოვნად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლებსაც ახალგაზრდები შრომით ბაზარზე თვითდამკვიდრების პროცესში აწყდებიან.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ ახალი და ძირითადი ტენდენციების შესახებ, რომლებიც საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით გამოიკვეთა.

კვლევის თანახმად, ქართველი ახალგაზრედების დაახლოებით 40% პირველ სამსახურს სწავლის დასრულებიდან დაახლიებით 6 თვის შემდეგ იწყებს. გარდამავალი პერიოდი, სამუშაოს ძიების პროცესისა 1-დან 2 წლამდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს სამუშაოს მოძებნისთვის მინიმუმ 2 წელი სჭირდებათ.

კლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დასაქმების პროცენტული მაჩვენებლები განსხვავებულია ახალგაზრდების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. კერძოდ, 18-25 წლამდე ახალგაზრდების ნახევარი, 50%, ხოლო 26-29 წლამდე ახალგაზრდების 31% არ არის დასაქმებული და ეძებს სამსახურს, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ზემოთ ახალგაზრდებს დასაქმების უფრო მეტი შანსი ეძლევათ.

კვლევის მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა რას თვლიდნენ ახალგაზრდები დაუსაქმებლობის მიზეზებად.

გამოკითხული ახალგაზრდების 37% ფიქრობს, რომ დაუსაქმებლობის მიზეზი დასაქმების სერვისების ნაკლებობაა, 26% მიიჩნევს, რომ ვერ საქმდება საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობის გამო, 21% მიზეზად ნაცნობ-ნათესავების არარსებობას ასახელებს, 32% -ს კი უბრალოდ არ სურს დასაქმება ან ფიქრობს, რომ არ აქვს კონკრეტული მიზეზები.

კვლევა ასახელებს, დასაქმების ყველაზე დაბალ და მაღალ მაჩვენებლებს რეგიონების მიხედვით. მაღალმთიან რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და ქვემო სვანეთში ყველაზე მეტი ახალგაზრდაა დაუსაქმებელი. დასაქმებული კი, ყველაზე მეტი თბილისში. ამასთან, დასაქმებულთა 43% უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, 38% კი პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული. კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ახალგაზრდების მხოლოდ 1 პროცენტია მეწარმე, მაშინ როცა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსგავსი მონაცემების ქვეყნებში მათი რაოდენობა 5%-ზე მეტია. (იგივე, პროცენტზეა საუბარი, მსოფლიო ბანკის, 2018 წელს ჩატარებული კვლევაშიც).

ცნობისთვის, გასულ წელთან შედარებით, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების ზრდის სტატისტიკა შემაშფოთებლად მაღალია, სპეციალისტები ამის ძირითად მიზეზებად, კოვიდ პანდემიას, არასათანადო შრომის პირობებსა და კორუფციას ასახელებენ

ასევე იხილეთ:

რატომ ირჩევენ საქართველოს უცხოელი სტუდენტები და რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ჩვენს ქვეყანაში

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური