„საქართველოში საშუალო ხელფასი 2 271 ლარამდე გაიზარდა“ – როგორია განათლების სექტორის მაჩვენებელი
2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განათლების სფეროში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა.
კონკრეტულად კი, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება განათლების სექტორს, საქსტატის ცნობით, 2024 წლის III კვარტალში, განათლებაში საშუალო თვიური ხელფასი 1 255 ლარი იყო, მიმდინარე წლის III კვარტალში კი – 1 367 ლარია.
ამ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემები, სადაც განათლება შესაბამის დიაგრამაზე „P“ ნიშნით არის გამოსახული, ცხადყოფს, რომ განათლება ხელფასის ოდენობის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სახეებს შორის ერთ-ერთი ბოლო დარგია.
ამავე ანგარიშით, 2025 წლის III კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.9%-ით); - მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6%-ით).
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE
