საქსტატი – ივლისში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 363,7 ლარით განისაზღვრა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის ივლისის თვეში, სულადობის მიხედვით, საარსებო მინიმუმის შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 162.6 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 260.1 ლარით, სამსულიანი – 292.6 ლარით, ოთხსულიანი – 325.1 ლარი, ხუთსულიანი – 363.7 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 432.4 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
წყარო 1tv.ge
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE