სასკოლო მერხებს, ჩაშლილი ტენდერის გამო, განათლების სამინისტრო გაზრდილი ფასით შეისყიდის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო, სასკოლო მერხების ტენდერის გაუქმების შემდეგ, ავეჯს გაზრდილი ფასით შეისყიდის. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო შესყიდვის განხორცილებას გამარტივებული წესით ითხოვს.
„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია 4 617 კომპლექტი სასკოლო მერხის და სკამის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული CON200000180 ტენდერის შეწყვეტამ. სასკოლო მერხებისა და სკამების შესყიდვაზე 2020 წლის 17 ივლისს გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო პრეტენდენტმა. შემდგომში, სატენდერო კომისიის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული სატენდერო პროცედურების გაგრძელება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რასაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. ვინაიდან შესყიდვის ობიექტის, 3 168 კომპლექტი მერხის და სკამის მოწოდება უნდა მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში (2020 წლის 10 სექტემბრამდე 1 500 კომპლექტი სასკოლო მერხი და სკამი, ხოლო 2020 წლის 20 სექტემბრამდე 1 668 კომპლექტი სასკოლო მერხი და სკამი), აღნიშნული იწვევს ერთეულის ფასის გაზრდას“, – ვკითხულობთ შესყიდვების დოკუმენტაციაში.
შესყიდვების სააგენტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე დადებითი პასუხი გასცა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ სასკოლო ავეჯის ფასების შესახებ ინფორმაცია შპს „უნიპაკი“-საგან მიიღო რომელიც ერთ ერთეულ ავეჯს 180 ლარად ყიდის. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ შესასყიდი მერხების ოდენობას 3 168 კომპლექტი, მასში სააგენტო 570 240 ლარს გადაიხდის.
სასკოლო მერხები რეგიონებში ახლადაშენებული და რეაბილიტირებული სკოლებისთვისაა განკუთვნილი და ის სასწავლო დაწესებულებებს სწავლის დაწყებამდე უნდა მიაწოდონ.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE