საზაფხულო ბაგა-ბაღები ივლისში აღარ გაიხსნება
საზაფხულო ბაგა-ბაღები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მიმდინარე წელს არ იფუნქციონირებს.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მათი სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ ივლისში არ განხორციელდება, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული რისკები არსებობს. აღნიშვული გადაწყვეტილება კი, მთავრობის ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო.
აღნიშნული პროექტის შედეგად, თბილისში ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა.
ცნობისთვის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.
ა.წ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE