საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანილი ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით პროცედურები დამტკიცდა
მთავრობის დადგენილებით, საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანილი ბავშვების დაბრუნების და მათთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა და აღსრულების პროცედურები დამტკიცდა (საქართველოს მთავრობის დადგენილება №663 2020 წლის 5 ნოემბერი).
დოკუმენტში განსაზღვრულია უწყებების და პროცედურების ჩამონათვალი, რომლებიც მსგავსი პრობლემის არსებობის შემთხვევაში პროცესში უნდა ჩაერთოს.
„რეფერირებისა და აღსრულების პროცედურები განსაზღვრავს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების განხილვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების კოორდინირებულად მუშაობის წესს, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესებთან“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
მთავრობის დადგენილების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE