GE

შოვში, სტიქიის ზონიდან, რუსთავის სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა

3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ რუსთავის სკოლის მოსწავლეები. ამ დროისთვის ყველა მოსწავლე უკვე ევაკუირებულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კერძო სკოლის დირექტორის განმარტებით, 61 ადამიანი რუსთავში ბრუნდება. მოსწავლეები შოვში ტბასთან სალაშქროდ იმყოფებოდნენ. მეწყერი იმ დროს ჩამოწვა, როდესაც ბანაკში ბრუნდებოდნენ.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

წყარო: “იმედი ტვ”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური