ატესტატის სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის მარნეულის N4 სკოლის დირექტორი დააკავეს
მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დირექტორმა, რომლის დაკავებაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა, მოქალაქეს ატესტატის სანაცვლოდ 300 დოლარი გამოართვა.
„მარნეულში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
სუსის ცნობით, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, სულ დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 14 ადამიანი მიეცა.
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE