სკოლაში 6 წლის ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტს შსს იძიებს
სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლკაში ბულინგის მძიმე შემთხვევა მოხდა. პირველკლასელს თანაკლასელებმა სცემეს და 6 წლის ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს.
ამ ინფორმაციას მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებენ სკოლაში. დირექტორი ამბობს, რომ შესვენებაზე დაპირისპირება იყო, თუმცა ეს ძალადობა არ ყოფილა. სკოლაში არც იმას უარყოფენ, რომ პირველკლასელის ოჯახმა პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა სკოლის თანამშრომლები უკვე დაკითხეს.
დაზარალებული ბავშვი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. გამოძიება კი 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
როგორც სკოლის ფსიქოლოგი ამბობს, მშობელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
“არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მშობელმა, გუშინ საგამოძიებო კომიტეტში განვიხილეთ თვითმხილველებთან ერთად ის ფაქტი, რაც მოხდა. მივედით დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ დეტალებზე, ვინც ეს შეტყობინება დააფიქსირა მან იცრუა”, – აცხადებს სკოლის ფსიქოლოგი.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა, ხოლო შემთხვევა 9 თებერვალს მოხდა.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სხვა სკოლაშია გადაყვანილი.
მოსწავლის დედამ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
- ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა by ტელევიზია
- ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა by ტელევიზია
- ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს by ტელევიზია