სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლის მანდატურებს ახალი ფუნქცია დაეკისრათ
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების გატარება გრძელდება.
განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობით, თავად მანდატურების სურვილის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის კვალიფიციური კადრები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
“გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის განახლებამდე, მანდატურები სახელმწიფოს დაეხმარებიან და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE