სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს საბავშვო ბაღებში მუშაობა აეკრძალებათ
2020 წლის 1-ლი მაისიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირი, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის იქნება ნასამართლევი, მუშაობას ვეღარ შეძლებს. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვინც წარსულში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მუხლითაა ნასამართლევი, მაგრამ ეს ნასამართლეობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული აქვს.
პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, 1-ლი მაისიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულად მიაწოდოს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების მისთვის მიწოდებიდან 3 თვის ვადაში შეამოწმებს აღნიშნულ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას.
„თუ გამოვლინდა, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პირი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს აღნიშნულ დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია ამ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ა.წ.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE