სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ალტერნატიული გზა ექნებათ
სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ, – აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყებასა და საზოგადოებისთვის სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ის, რომ 18-22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად. სარეზერვო სამსახურის გავლის სრული ციკლი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: რეკრუტირების ფაზა, შერჩევის ფაზა, სარეზერვო სამსახურის გავლა და კონტრაქტის გაგრძელება”, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, რომან ჯოხაძემ.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამის განხორციელებას იწყებს. აქტიური რეზერვის პროგრამა 5-წლიანი იქნება და მასში 18-50-წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ჩართვა. ნებისმიერ მსურველს, ვინც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება დაენიშნება ყოველწლიური ხელფასი. პროგრამაში ჩართულ მოქალაქეს პარალელურად შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური და ყველა სოციალური პაკეტი, რითაც სარგებლობს.
ეროვნული გვარდიის უფროსის თქმით, საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში განხორციელდება არაუმეტეს 45 დღისა.
“აქტიურ რეზევრში მიიღებიან 18-დან 50-წლამდე მოქალაქეები, როგორც ქალბატონები ასევე მამაკაცები. აქტიურ რეზევრში მიღება ნებაყოფლობითია და ანაზღაურებადი. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში გახლავთ არაუმეტეს 45 დღისა. ხოლო რეზერვისთვის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს”, – რომან ჯოხაძემ.
აქტიური რეზერვის პროგრამის განხორციელება დღეიდან უკვე დაიწყო. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა დასავლეთ საქართველოში რეგისტრაციისთვის მიმართეთ ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადისა და ბათუმის მე-10 კადრირებული ბრიგადის სარეგისტრაციო პუნქტებს. თელავში, მე-20 კადრირებულ ბრიგადას. ახალქალაქში, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს. თბილისში, „ეროვნული გვარდია“. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE