სტუდენტთა რაოდენობის ზრდა ძირითადად კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის
საქსტატის მონაცემებით 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60.0% ქალაქ თბილისშია.
მათივე მონაცემებით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 43.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 15.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 1.6 ათასით. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.
რაც შეეხება კურსდამთავრებულთა რაოდენობას, 2019 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 24.8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წელთან შედარებით 2.0%-ით მეტია.
კურსდამთავრებულებიდან 56.7% არის ქალი, ხოლო 43.3% – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2.3-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რაოდენობას.
ა.წ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE