სტუ–ის კანცლერს აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები მნიშვნელოვნად არ მიაჩნია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლანდელ კანცლერს სახელმწიფო აუდიტის 37-გვერდიან დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები, რომელიც ელექტრონულ შესყიდვებს ეხება, მნიშვნელოვნად არ მიაჩნია და ამბობს, რომ „მნიშვნელოვანი ხარვეზები“, როგორც ეს ჩვენს ინფორმაციაში იყო მოცემული, “არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში არარელევანტური და არაეთიკურია”.
„საქმე არ ეხება მნიშვნელოვან ხარვეზებს, საუბარია მცირეოდენ ნაკლოვანებებზე, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციის ფორმატში დასკვნის სახით გამოხატა. 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გეგმიური აუდიტი ჩაატარა. შესაბამისად, შემოწმდა ფინანსური მდგომარეობა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე, შემოწმდა ელექტრონული შესყიდვების პროცედურა. შესყიდვებთან მიმართებაში გამოვლინდა რამდენიმე სარეკომენდაციო საკითხი და აუდიტის ჩანაწერმა სწორედ რეკომენდაციის სახე მიიღო, რაც ვფიქრობთ, აბსოლუტურად ნორმალურია სამუშაო ფორმატში. აღნიშნულ რეკომენდაციებს გაეცნო როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ასევე, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებს სატენდერო კომისია შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებს“, – ამბობს ქეთევან ქოქრაშვილი.
არის თუ არა ხარვეზები მნიშვნელოვანი და რამდენად გაითვალისწინებს ამას უნივერსიტეტი, ამით EDU.ARIS.GE კიდევ დაინტერესდება. ხვალ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი კანცლერის არჩევნებია. უნივერსიტეტს მალე ახალი რექტორიც ეყოლება.
სახელმწიფო აუდიტმა 2017-2019 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერით განხორციელებული შესყიდვები მოიცვა.
- „ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ – მშობელი ქუთაისიდან by პოზიცია
- რატომ ელოდებიან სკოლები განათლების სამინისტროს დირექტივას მედიასთან ურთიერთობისას? – უწყების წარმომადგენლის პასუხი by პოზიცია
- „გამოცდების ამ მოდელით კვლავ არათანაბარ პირობებში არიან აბიტურიენტები“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული by პოზიცია