„თავს იმით არ უნდა იწონებდეს, რომ უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა“ – ჯანაშია მინისტრის ვიზიტებზე
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია სოციალური ქსელით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ სიარული მიღწევა არ არის.
ის მინისტრ ჩხენკელის ვიზიტების ამსახველ ფოტოსქრინებსაც აქვეყნებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს ე.წ. დასპონსორებული პოსტებია.
“განათლების… სამინისტროს ფეისბუქზე ვხვდებით ინფორმაციას, მათ შორის ფოტოებს იმის დასადასტურებლად, რომ მინისტრი შეხვდა რომელიღაც უცხოური ტექნოლოგიური კორპორაციის წარმომადგენლებს (მაგ. HP-ის) ან გამომცემლობას (მაგ. მაკმილანს) და რომ მონაწილეობა მიიღო ისეთ ფორუმში, სადაც 1200 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
პოლიტიკოსი თავს იმით არ უნდა იწონებდეს, რომ უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა. არანაირი მიღწევა ამაში არაა. არც საზღვარგარეთ სიარულია მიღწევა, განსაკუთრებით კი ისეთ კონფერენციებზე, სადაც სხვა ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. ასეთი ქცევა გასაგებად შეიძლება ჩათვლილიყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის პროვინციიდან ახლად გამოსულები გარე სამყაროსთან ურთიერთობას ვიწყებდით”, – წერს ჯანაშია.
დამატებაში ის წერს, რომ გამაღიზიანებელი ისაა, როდესაც ასეთი ტექსტის გავრცელებაში ფულს იხდიან. ცალკე ამბავია ის, 2018 წელს რაც დაგვპირდნენ, იგივეს რომ გვპირდებიან 2020-ში. ამ ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული ინფორმაციის ნაწილია, რომ სკოლებში დაიწყება minecraft-ის დანერგვა…
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები