GE

თბილისის ბაგა-ბაღებში ტუბერკულოზით 5 მოზარდი და 9 თანამშრომელი დაინფიცირდა

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე“ სალომე ლოლუა აცხადებს, რომ თბილისის საბავშო ბაღებში, ბოლო რამდენიმე წელიწადში ტუბერკულოზით 5 მოზარდი და 9 დასაქმებული დაინფიცირდა.

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ ხელთ აქვს ნუსხა ტუბერკულოზით დაავადებული ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი აღსაზრდელების. ასაკობრივი ცენზი ლავირებს 2 წლიდან 60 წლამდე. ჩვენ დღეს, ბუნებრივია არ დავასახელებთ მათ ვინაობას. ასევე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული ბაგა-ბაღების გაჟღერებისგან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ასოციაციას აქვს უშუალოდ პაციენტებისგან“, – განაცხადა სალომე ლოლუამ.

მისივე თქმით, აუცილებელია შესაბამისი შემოწმება საჯარო ბაღების გარდა, კერძო ბაღების თანამშრომლებმაც გაიარონ.

„ბაგა-ბაღების პერსონალის ტუბერკულოზით დაავადების დინამიკა ჩვენს მიერ მოპოვებულ ნუსხაში გამოიყურება შემდეგნაირად: მოიცავს 2017, 2018, 2019 წლებს, რომლის განმავლობაშიც ბაგა-ბაღებში აღმზრდელების ტუბერკულოზით დაავადების ცალკეული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით კი, საჯარო ბაღებში 5 ბავშვი და 9 დასაქმებული ტუბერკულოზით დაინფიცირდა. 2017-2019 წწ-ში ბაგა-ბაღში ხუთი ბავშვი იქნა დაავადებული ტუბერკულოზით – ორი წლის, სამი წლის და სამი ხუთი წლის ბავშვი, მაგრამ, ჩვენი განცხადების მთავარი მიზეზი, აღნიშნული სტატისტიკის გარდა არის ის, რომ ყველა დაავადებული პედაგოგი იყო შემოწმებული და მათ ჰქონდათ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზი არ აქვთ.

“დაგიკონკრეტებთ, რომ საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ევალებათ გაიარონ წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმება ტუბერკულოზზე და მიიტანონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. ყველა დაავადებულ პედაგოგს ეს ცნობა გააჩნდა. „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ საკითხს აყალიბებს შემდგ პუნქტებად: საჯარო ბაღებს შინაგანაწესში უწერიათ, რომ ბაღების პერსონალი ვალდებულია გეგმიურად გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რატომ უწერიათ ეს შინაგანაწესში და არ არის ჩადებული კანონში, რატომ მხოლოდ საჯარო ბაღებს და არა კერძო ბაღებს და სად მოწმდებიან ეს პედაგოგები და ვინ აძლევთ მათ ფორმას, რომელიც ადასტურებს რომ ტუბერკულოზისგან თავისუფლები არიან?!”, – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში “ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური