GE

„თბილისობა 2023“ ორ დღეს გაგრძელდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული „თბილისობა“ წელს 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისელებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას შესთავაზებენ.

ბავშვების, მოზარდებისა და უფროსებისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ პროგრამა 27 სექტემბერს, დედაქალაქის მერიამ გამოაქვეყნა.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ პროგრამას.

ლოკაცია: რიყის პარკი

30 სექტემბერი და 1- ელი ოქტომბერი (12:00 – 22:00)

მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები; გასტრონომიული ფესტივალი; სამეწარმეო მარკეტი; ღვინის ფესტივალი; მხიარული სტარტები; საბავშვო კონცერტები; საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები; ატრაქციონები.

30 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

13:00 – 14:00 – ნუკრი კაპანაძის საბავშვო სტუდია
14:00 -15:00 – ,,ჟოზეს წარმოდგენა“

1-ელი ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

13 :00 – 14:00 – გიგი გეგელაშვილის საბავშვო სტუდია
14:00 – 15:00 – N სტუდიო

30 სექტემბერი

16:00 – 21:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21:00 – 23:00 – კონცერტი ,,ჩემი თბილისი“ – ავტორი რუსუდან მორჩილაძე

1-ელი ოქტომბერი

20:00 – მიუზიკლი „და, აი ჩვენც აქ ვართ, – მამა მია!“

ლოკაცია: ორბელიანის მოედანი

30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი

12:00 – 22:00 „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “; მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები; კაფე „ლაღიძის წყლები" საბავშვო კონცერტები; საბავშვო – გასართობი აქტივობები; ტკბილეულის ფესტივალი; კვების ზონა „ქარავანი ორბელიანზე’’; გუგა კოტეტიშვილის ინსტალაცია; ,,თბილისური სუფრა“; წიბახას სამაგიდო თამაშები; ლუკა ნაჭყებიას გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“; ნინო ჩუბინიშვილი თეატრალიზირებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“.

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე, მუსიკალური შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები კონცერტებს გამართავენ:

30 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
15:00 – 18:00 – Dj Haverdi
18:00 – 20:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
20:00 – 21:00 – TORCHO&NIKALA
21:00 – 23:00 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე

30 სექტემბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

12:00 – 15:00 – Dj Kevana
15:00 -16:00 – ბიგ ბენდის კონცერტი
16:00 – 19:45 – Dj Yamoc
21:30 – 22:30 – ,,MAIKERU”

30 სექტემბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

12:00 – 13:00 – ,,ბასტი-ბუბუ”
13:00 -14:00 – ,,ანა-ბანა”
14:00 – 14:40 – ,,ექსპერიმენტიორიუმის” შოუ
14:40 – 15:40 – ,,ნია სტუდიას“ კონცერტი

1-ელი ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
15:00 – 18:00 – Dj Dariani
18:00 – 20:00 – დრამ სქულის პერფორმანსი
20:00-21:00 – სანდრო ნიკოლაძე „Jam Session Georgia”
21:00-22:00 – ,,TAMADA”

1-ელი ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

12:00-15:00 – Dj Makara
15:00 -17:00 – Dj Tobaco Tween
17:00 -19:00 – Dj Levi Love Disco
19:00-20:00 – კონცერტი ,,შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ"
21:00 – 22:00 – ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“-ს დახურვა, კონცერტი Mechanical Rainbow.

1-ელი ოქტომბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

12:00 – 13:00 – ,,ბზიკების სტუდია“
13:00 -14:00 – ,,ვოკალის აკადემია“
14:00 – 16:00 ,,ქენდი სტუდია“

ლოკაცია: აბანოთუბანი

30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი

12:00 -20:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

ლოკაცია:  სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

30 სექტემბერი

20:00 – 22:00 – საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელიც მრავალფეროვანი პროგრამით და საინტერესო მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტით, „თბილისობის“ თემატიკას მოერგება. კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: გენო ნადირაშვილი, პროექტ „რანინას“ მონაწილეები (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია), ანსამბლი „ირიაო“, ნინო ბაშარული, ია შუღლიაშვილი, ნათია თოდუა, მანანა მენაბდე, ანსამბლი „იალონი“, ნანი ბრეგვაძე, ეკატერინე მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი „მგზავრები“, მაყვალა ჩიხლაძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი New One, გიორგი მახარაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური