თვითიზოლაციის პირობებში მამების მხრიდან შვილებზე ძალადობის ფაქტები გაზრდილია
შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გოგა ხატიაშვილის განცხადებით, კარანტინის რეჟიმის და მოსახლეობის თვითიზოლაციის ფონზე, აპრილის მეორე ნახევარში, ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა. მათ შორის გაზრდილია მამების მხრიდან შვილებზე ძალადობის ფაქტები და შვილების მხრიდან მშობლებზე ძალდობის შემთხვევები.
„კარანტინის რეჟიმი და თვითიზოლაცა ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი რისკია, რადგან ოჯახის წევრებს დიდხანს უწევთ თანაცხოვრება, აპრილის მეორე ნახევრიდან ჩვენს ქვეყენაში შეინიშნება ტენდენცია, რომ გარკვეულწილად გაიზარდა მომართვიანობა ოჯახში მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე, კერძოდ 13%-ით არის ეს მომართვიანობა გაზრდილი. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ აპრილის მეორე ნახევარში, პირველ ნახევართან შედარებით დაახლოებით 6%-ით არის გაზრდილი მეუღლეებს შორის ძალადობის ფაქტები და ასევე გაზრდილია მამების მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის შემთხვევები, ასევე შვილების მხრიდან მშობლებზე ძალადობის ფაქტები. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია აჩვენა მონაცემებმა, მცირდება ყოფილ მეუღლეებზე ძალადობის შემთხვევები. ერთი რამ არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ძალადობა დისტანციურადაც შეიძლება მოხდეს“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ძალადობის ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა 112-ზე უნდა დარეკონ, რაც შესაძლოა მოძალადესთან თანაცხოვრების დროს საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ ასეთ მოქალაქეებს ურჩევენ მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი 112-ის აპლიკაცია გამოიყენონ, რომლის დახმარებითაც შსს-ში sos სიგნალის გაშვება უხმო რეჟიმშია შესაძლებელი.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE