უფასო წამლებს ყველაზე ღარიბი მასწავლებლები მიიღებენ
სახელმწიფოსგან უფასო წამლებს მხოლოდ ის მასწავლებლები მიიღებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. დანარჩენი პედაგოგები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული შეღავათებით უცვლელად ისარგებლებენ და წამლების შეძენაც ისევ თავიანთი ხარჯით მოუწევთ.
უფასო მედიკამენტების პროგრამა ივლისიდან ამოქმედდება და ოთხი, მასშტაბურად ყველაზე დიდი დაავადების სამართავ მედიკამენტებს შეეხება. ესენია: გულ-სისხლ-ძარღვთა ყველა დაავადება, დიაბეტის მეორე ტიპი, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, მასწავლებელი, რომელსაც 100 000-მდე სარეიტინგო ქულა და ჩამოთვლილი ოთხი ქრონიკული დაავადებიდან ერთ-ერთი აქვს, წამალს უფასოდ მიიღებს.
ცვლილებები საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში დაამტკიცა.
ამავე თემაზე:
რომელი პედაგოგები ისარგებლებენ უფასო მედიკამენტებით – ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება