UNESCO: კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ნახევარი მილიარდი ბავშვი სკოლაში არ დადის
იუნესკოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნებში სასწავლო პროცესები წყდება და ბავშვები სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ. ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულებები სრულად 56 ქვეყანაში, ნაწილობრივ კი 17 ქვეყანაშია დახურული.
მათივე ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიარდზე მეტი ბავშვი სკოლებში არ დადის. ზოგ ქვეყანაში ონლაინ სწავლება მიმდინარეობს, თუმცა ამის შესაძლებლობა ბევრ სახელმწიფოს არ აქვს.
იუნესკოს წინა კვირის მონაცემებით, სასწავლო დაწესებულებებში 363 მილიონი მოსწავლე არ ცხადდებოდა.
სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე პირველ აპრილამდეა შეწყვეტილი საქართველოშიც.
ა.წ.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE