„წლის მასწავლებლის“ ტიტულით დაჯილდოებულთა სია მასწავლებლის სახლისგან – 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 100-მდე მასწავლებელს უმასპინძლა.
საზეიმო მიღებაზე, წარმატებული საქმიანობისა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის, ცენტრის პროგრამების, საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები დაჯილდოვნდნენ.
EDU.ARIS.GE წლის მასწავლებლებს წარმოგიდგენთ, რომლებიც, ცხადია, ბევრ სხვა პედაგოგთან ერთად საუკეთესოები არიან:
არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამიდან დაჯილდოვდა 3 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს ადგილობრივი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ და არიან პროგრამის გამორჩეული მონაწილები.
მარინა ბედოშვილი – არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლიდან.
იზა გვირჯიშვილი – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი ძველი მონაწილეა. ის 2011 წლიდან მონაწილეობს ამ პროგრამაში და მის წარმატებით ფუნქციონირებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ამჟამად ის სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელია.
ლალი დალაქიშვილი – „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ კონსულტანტ-მასწავლებელი, ასევე სოფელ ბოლნისის N1 საჯარო სკოლიდან. რომელიც არის პროგრამის ერთ-ერთი აქტიური პედაგოგი, ტრენერი და ზრუნავს პროგრამის ახალგაზრდა კადრების პროფესიულ განვითარებაზე.
არაქართულენოვანი მასწავლებლებიდან დაჯილდოვდა ორი მასწავლებელი, რომლებმაც უმაღლესი შეფასებით დაასრულეს ქართული ენის კურსი.
მარინე მინასიანი – სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის პედაგოგი;
სამირა ისმაილოვა – სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის პედაგოგი;
ლიანა ინწკირველი – მხცოვანი წამყვანი მასწავლებელი, დამსახურებული პედაგოგი, ქიმიის მასწავლებელი კომაროვის სკოლიდან, რომელიც მიუხედავად მისი მრავალწლიანი სტაჟისა და პრაქტიკისა, მიიწევს წინ და არის პროფესიული განვითარებაზე ორიენტირებული.
დაჯილდოვდა პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 3 მონაწილე, რომლებმაც ცენტრის ინფორმაციით, წელს მიიღეს პორტფოლიოს უმაღლესი შეფასება, წარმართავენ ეფექტურ გაკვეთილებს, აქტიურად მუშაობენ სასკოლო პროექტების გამოყენებით, თანამშრომლობენ ადგილობრივ თემთან და რაც მთავარია, არიან პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული:
დავით ჩივაძე – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის ისტორიის მასწავლებელი;
ნესტან მიქაძე – ფიზიკის მასწავლებელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების სკოლიდან;
ლიანა მამულაშვილი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
პირველად დაჯილდოვდა სპეციალურ მასწავლებელი – მანანა ჯადუგიშვილი – სპეციალური მასწავლებელი N150 საჯარო სკოლიდან. „ეს არის უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა, თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემო შევუქმნათ ჩვენს ბავშვებს ყველა პირობის გათვალისწინებით. სპეცმასწავლებელი, იმ შედეგის მიხედვით, რაც მას აქვს საქმიანობაში და იმ მადლობის წერილების საფუძველზე, რომელსაც მშობლები განათლების სამინისტროს წერენ“,– აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
ალექსი ხუნჯუა –პროფესიული განათლების მასწავებელი, რომელსაც ცენტრის ინფორმაციით, ნამდვილად საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ფიზიკოსი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელმაც 2000-იან წლებში გადაწყვიტა კიდევ ახალი პროფესიის – მზარეულობის ათვისება და უკვე წლებია, წარმატებული კარიერა აქვს როგორც პრაქტიკოსს, ასევე როგორც პედაგოგს. ის არის პროფესიონალი მზარეული, კოლეჯ „იკაროსის“ ლექტორი, ასევე ფასილიტატორი და ტრენერი, რომელიც კოლეგების პროფესიულ განვითარებაზეც ზრუნავს.
დამწყები მასწავლებელი – ნანა აბუაშვილი, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი. „მან წელს პირველად, სულ რამდენიმე კვირის წინ შემოდგა ფეხი სკოლაში მასწავლებლის რანგში. ქალბატონო ნანა სკოლაში შევიდა უფროს მასწავლებლად. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არიან სკოლაში შესვლის საკმარისი მსურველები და გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მათ უკეთეს პირობებში მუშაობის, გაზრდილი ხელფასის მიღების პერპექტივა აქვთ სკოლაში“,– ავცადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ასევე დაჯილდოვდა მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილის გამარჯვებულ წყვილთა ხუთეული:
სსიპ ქ. თბილისის 126-ე საჯარო სკოლა
XI კლასი
დალი კოტრიკაძე
მანანა სეხნიაშვილი
24-ე საჯარო სკოლა
XI კლასი
ნინო ქიტიაშვილი
ნინო ბაკურაძე
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა
XI
მარინე ქიტიაშვილი
ნაზიკო კაპანაძე
სსიპ ქალაქ თელავის N4საჯარო სკოლა
XII
მარი ყურაშვილი
მზია ყურაშიძე
სოფ. ზემო ოროზმანის სკოლა
მადონა უდესიანი
მსოფლიო 1994 წლიდან აღნიშნავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება