ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა 12 600 ლარი ეღირება – მთავრობის განკარგულება
საქართველოს მთავრობის 15 აპრილის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას უფლება მიეცა, რომ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურები სახელმწიფო გრანტის ოდენობებზე მეტი ოდენობით განსაზღვროს.
მათ შორის ყველაზე მაღალი გადასახადი ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე 12 600 ლარი იქნება.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას თანხმობა მიეცა შემდეგზე:
1. ბაკალავრიატის საფეხურის აკრედიტებულ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე – “ფერწერაზე” სწავლისათვის გადასახდელი საფასური განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით – 12 600 ლარით;
2. მაგისტრატურის საფეხურის აკრედიტებულ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე – “მხატვრულ კერამიკაზე” სწავლისათვის გადასახდელი საფასური განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით – 8 700 ლარით;
3. მაგისტრატურის საფეხურის აკრედიტებულ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე – “ტექსტილის დიზაინზე” სწავლისათვის გადასახდელი საფასური განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით – 8 700 ლარით;
4. მაგისტრატურის საფეხურის აკრედიტებულ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე – “მედიახელოვნება/ციფრულ მედიაზე” სწავლისათვის გადასახდელი საფასური განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით – 4000 ლარით.
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე