ყველა ბავშვი უნდა იყოს დაცული ვიდეოკამერებისგან და კადრების გასაჯაროებისგან
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელისუფლებო სტრუქტურები და მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ საჯარო პირების შვილების და ოჯახის წევრების კადრების გასაჯაროებას.
„საჯარო პირები არიან ვალდებულები მოითმინონ მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკული გამონათქვამები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვნებს და მათ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო. როდესაც ოფიციალური თვალთვალის დროს კადრებში ხვდებიან არასრულწლოვნები, ეს არ უნდა ექვემდებარებოდეს გასაჯაროებას, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ სახელისუფლებო ორგანოებმა, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ იმ მავნე ზეგავლენისგან, რასაც ასეთი ფაქტების გასაჯაროება იწვევს. მედიასაც თავის პასუხისმგებლობა აქვს, მედიაც სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პოლიტიკოსების ოჯახის წვერების გაშუქების საკითხებს. ყველა ბავშვი უნდა იყოს დაცული საჯაროობისგან, ვიდეო კამერებისგან, და ასეთი ფაქტების გასაჯაროებისგან“, – ამბობს ნინო ლომჯარია.
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE