GE
21 ივლისი, 2020 13:13

10 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ თანამედროვე განათლების აკადემია

კერძო სკოლა და ბაღი „თანამედროვე განათლების აკადემია“ დაარსდა 2015 წელს. არსებობის მცირე დროის მიუხედავად, აკადემიამ არაერთ წარმატებას მიაღწია. “თანამედროვე განათლების აკადემია” ორიენტირებულია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. აქ დაფასებულია მოსწავლე და წახალისებულია მისი ინიციატივები. მოსწავლეები სკოლაში ღებულობენ ხარისხიან განათლებას, რის საფუძველზეც ვითარდება მათი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები. აკადემია, ლიბერალური განათლების პრინციპებზეა დაფუძნებული და ყველა პირობას ქმნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის. პედაგოგთა კომპეტენტურობა და თანამშრომლობითი ურთიერთობის სტილი, თავის მხრივ, განაპირობებს ეფექტიანი სასწავლო გარემოს ფორმირებას.რატომ უნდა აირჩიოთ „თანამედროვე განათლების აკადემია“ თქვენი შვილისთვის:

1. სწავლების თანამედროვე, ბავშვის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები

„თანამედროვე განათლების აკადემიის“ პრიორიტეტია ბავშვის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. აკადემიის სააღმზრდელო პროგრამაზე წახალისებულია პოზიტიური ურთიერთობები – ბავშვები ძლიერდებიან და ხდებიან დამოუკიდებლები. მამოტივირებელ, ინკლუზიურ, ინტერაქტიურ გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღსაზრდელის სწორ ფორმირებასა და განვითარებაში.

„თანამედროვე განათლების აკადემიის” დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანს. თანამედროვე განათლების აკადემია აკადემიის საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ირჩევს ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებულ საათობრივი ბადის III მოდელს. აღნიშნული მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევის უზრუნველყოფასთან ერთად, ახორციელებს აკადემიის მისიით და სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმით განსაზღვრული მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც უკავშირდება პლურილინგვური განათლების მიცემას მოსწავლეებისათვის და მათში წიგნიერების (მათ შორის, რაოდენობრივი) განვითარებას.თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, მათ შორის პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით (PBL) ხდება მოსწავლეთა მომზადება, რაც მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს.

ასევე, აკადემია ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ უნივერსიტეტს, პროფესიულ სასწავლებლებსა და განათლების მიმართულებით მომუშავე ცენტრებთან.

2. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახებსა და საგნობრივ ლაბორატორიებს

„თანამედროვე განათლების აკადემიაში“ ფუნქციონირებს ქიმია, ფიზიკა-ბიოლოგიის და ტექნოლოგიების ლაბორატორიები, რომლებიც თანამედროვე საჭიროებებზე არის მორგებული, საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნიკით. სკოლასა და ბაღში სტანდარტების შესაბამისად არის მოწესრიგებული სველი წერტილები და სასადილო.

3. მაღალკვალიფიციური პედაგოგები

„თანამედროვე განათლების აკადემია“ მუდმივად ზრუნავს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე, როგორც აკადემიის ბაზაზე არსებული ასევე, გარედან შემოთავაზებული მექანიზმებით. გამოცდილი, მასწავლებლები, ზრუნავენ მოსწავლეების და აღსაზრდელების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფაზე.

4. დღის გახანგრძლივებულ რეჟიმს (09:00 – 18:00)

„თანამედროვე განათლების აკადემიაში“ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის გრძელდება 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე ხოლო, აკადემიის ბაღში 09.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე. სასკოლო საფეხურის მოსწავლეები არასაგაკვეთილო დროის განმავლობაში მუშაობენ საშინაო დავალებებზე, მათ შორის სასწავლო და სოციალურ პროექტებსა და პრეზენტაციებზე; ჩართულები არიან კლუბურ მუშაობაში. საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლეს, საჭიროების შემთხვევაში, მშობელთან და მოსწავლესთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, ეხმარებიან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. მასწავლებლები, კონკრეტული საჭიროების გათვალისწინებით, კონსულტაციას უწევს მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს.

5. სამეცნიერო, სახელოვნებო და სპორტულ კლუბების ფართო არჩევანს

„თანამედროვე განათლების აკადემიაში“ ფუნქციონირებს მრავალფეროვანი შემეცნებით-განმავითარებელი ხასიათის კლუბები, რომელთა მიზანია მოსწავლეთა /აღსაზრდელთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული აზროვნებისა და სოციალური უნარების განვითარება /წახალისება. ასევე, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება.

6. ორჯერად ჯანსაღ კვებას

„თანამედროვე განათლების აკადემიაში“ სკოლაში ბავშვები უზარუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. ხოლო ბაღში ოთხჯერადი კვებით.

7. ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა ჩართულობას

„Brilliant Challenge“, Ted Ed, Student Rebuild, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, „გააციფრულე განათლება“, კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი, ინგლისური ენის სასწავლო ოლიმპიადა, გაეროს მოდელირება და ა.შ ეს იმ კონკურსების მცირედი ჩამონათვალია, რომელშიც „თანამედროვე განათლების აკადემიის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და წარმატებას მიაღწიეს.

8. საზაფხულო სკოლებს ევროპაში

აკადემიის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაემგზავრონ საზაფხულო სკოლებში დიდ ბრიტანეთში. გარდა ინტენსიური ინგლისური ენის კურსებისა, მოსწავლეებს აქვთ სხვადასხვა სახის ექსკურსიები და ესწრებიან სემინარებს. მათთვის საზაფხულო სკოლა არის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები.

9. ღია და დახურული სპორტული მოედნებს და კეთილმოწყობილ ეზოს

აკადემიის ღია და დახურული სპორტული მოედნები და კეთილმოწყობილი ეზო აღსაზრდელებისა და მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილია, სადაც მათ შეუძლიათ დასვენება და გართობა.

10. ფსიქოლოგს და ექიმს

აკადემიას ჰყავს ფსიქოლოგი და ექიმი.ფსიქოლოგი ზრუნავს ჯანსაღი ფსიქოლოგური გარემოს შექმნასა და მოსწავლეთა სოციო-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობაზე, იგი აქტიურად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან. ექიმი მთელი დღის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე.

თანამედროვე განათლების აკადემია