GE
2 თებერვალი, 2018 17:10

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები 7 საგანში იასპარეზებენ

2017-2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნით ტურში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები 7 საგანში იასპარეზებენ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურში საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე მონაწილეობს, მესამე დასკვნით ტურში კი მხოლოდ კონკრეტული საგნის 50 საუკეთესო მოსწავლე, რომლებმაც I და II ტურებში გაიმარჯვეს.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, წელს მათი სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენეს: სკოლას შვიდ საგანში ეყოლება წარმომადგენელი დასკვნით ტურში. ეს საგნებია – ინგლისური, ქართული, რუსული, ფრანგული, ისტორია, გეოგრაფია და ბიოლოგია.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის დასკვნით ტურში სკოლის 9 მოსწავლე იასპარეზებს.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს მათს მოსწავლეებს ამ საოცარი შედეგის ჩვენებას და წარმატებას ვუსურვებს მათ III ტურში.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS