2021 სასწავლო წელი ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესის“ საინტერესო სიახლეებით დაიწყო
2021 სასწავლო წელი ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” საინტერესო და სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.
“ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის მოსწავლეების მომზადება მომავალი წარმატებული ცხოვრებისთვის. წელს დაგეგმილი სასწავლო პროექტები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას”, – აღნიშნეს სკოლაში.
ქართულ-ამერიკულმა სკოლა “პროგრესმა” თანამშრომლობა დაიწყო საქართველოში განათლების სფეროში ინოვაციების დანერგვის წამყვან კომპანია “Future Laboratory” -ისთან, რის შედეგადაც III-VI კლასებში მოსწავლეებისთვის ახალი საგანი – “მომავლის პროფესიები” დაემატა.
საგნის ფარგლებში მოსწავლეები მოემზადებიან 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის და დაეუფლებიან საჭირო პროფესიების საფუძვლებს. მათ შორის: პროგრამირებას, ელექტროინჟინერიას, 3D მოდელირებას, ანიმაციისა და თამაშის შექმნას. სწავლება წარიმართება პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდით. მოსწავლეები იფიქრებენ, იმუშავებენ და გადაჭრიან რეალურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს. ამისთვის კი ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. ინტენსიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მომავალ თაობაში განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და თანამშრომლობის უნარები.
მომავლის პროფესიები აერთიანებს ისეთ ტექნიკურ საგნებს, როგორიცაა:
- Scratch
- mBot
- 3D მოდელირება
- Arduino
- Canva
- wix.com
- Google -ის პლატფორმები (docs, sheets, slides, forms)
სიამოვნებით გაგიზიარებთ, ჩვენი მოსწავლეების მიერ მიღწეულ რეალურ შედეგებსა და მომავლის პროფესიების ფარგლებში შესრულებულ პროექტებს.