26 დეკემბერი, 2016 15:00
23 დეკემბერი წინასაახალწლო ღონისძიებებით დატვირთული დღე იყო სკოლა ,,იბერიაში”
23 დეკემბერი წინასაახალწლო ღონისძიებებით დატვირთული დღე იყო სკოლა “იბერიაში”.
რელიგიის მასწავლებელმა, ცისანა ბარბაქაძემ, მე-3 კლასში ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი რელიგიურ თემაზე: ,,შობა”. ამავე დღეს ჩატარდა საშობაო კონკურსი. იბერიელებმა ხელივნების მასწავლებლის თამარ ბაცანკალაშვილის დახმარებით და დამრიგებლების ზედამხედველობით სადღესასწაულოდ მორთეს ნამცხვრები. თითოეულ ნამცხვარს მიენიჭა შესაბამისი ნომინაცია.
გარდა ამისა, თვითმმართველობის წევრებმა გამოავლინეს საახალწლოდ მორთული საუკეთესო ოთახები. გამარჯვებულები სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.
სკოლაში სასიამოვნო, საახალწლო განწყობა სუფევდა.
-
სკოლა “იბერიას” პირველ კლასში ინგლისურსა და ქართული ენის გაკვეთილი კრეატიულად ჩატარდა by იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა იბერია
-
სკოლა “იბერიას” პირველკლასელებს პირველ სასწავლო დღეს სკოლაში განსაკუთრებული გარემო დახვდათ by იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა იბერია
-
სკოლა “იბერია” საკუთარ მოსწავლეებს ულოცავს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას by იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა იბერია