GE
14 მარტი, 2019 14:32

27 მარტს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება

საერთაშორისო აკადემია “ლოგოსში” ცხადდება მიღება I-XI კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე.

ლოგოსში სწავლის გაგრძელების მსურველებმა იჩქარეთ და ეწვიეთ სკოლას ღია კარის დღეზე.

ღია კარის დღე მე-7-11 კლასელებისთვისაა განკუთვნილი. დაწყებითი საფეხურის ღია კარის დღე შედგება 27 მარტს, 19:00 საათზე.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს აკადემიური პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

2010 – 2018 წლებში სკოლა დაამთავრა 181-მა მოსწავლემ, აქედან 97 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 4 706 000 აშშ დოლარზე მეტი. 84 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 406 800 ლარზე მეტი.

ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

ღია კარის დღეზე თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
2 37 63 03
574 01 44 11
www.logos.edu.ge

მოსწავლის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Aris.ge - განათლება განათლება