GE
5 თებერვალი, 2018 18:04

54-ე საჯარო სკოლაში ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა

2 თებერვალს, 14:10 საათზე სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა, სადაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიტანონ დახარისხებული ნარჩენი: ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი. ნარჩენების შეგროვებას და შემდგომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს სუფთა სამყარო, რომელიც ნარჩენებს შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცემს.

ღონისძიება გახსნეს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ჩოქურმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მოსწავლეების ორგანიზებული ფლეშმობი და ნარჩენების თემატიკაზე მომზადებული პოსტერების გამოფენა.

სეპარაციის კუთხე გაიხსნა USAID–ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN USAID-ის მხარდაჭერით.

Aris.ge - განათლება განათლება