GE
15 მარტი, 2018 12:50

54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მარათონში – „ჩემი გაზაფხული“

ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. მარათონი რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.

ღონისძიებაში თბილისის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა, მათ შორის სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მარათონში ასევე, მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ.

Aris.ge - განათლება განათლება