8 მაისი, 2017 12:47
71-ე ეროვნულ სასწავლო კონფერენციაზე ქართულ-ამერიკული სკოლის პროექტებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 71-ე ეროვნული სასწავლო კონფერენცია. ორი ათასი ნაშრომიდან დასკვნით ტურზე შეირჩა 447 თემა. მათემატიკის სექციაში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასელთა პროექტებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა.
ეკატერინე აქუბარდიას, ნიკოლოზ გვაზავას გადაეცათ ეროვნული აკადემიის სიგელები და კომპანია “გურიელის” მიერ დაწესებული 500 ლარიანი პრიზი.
ნია ბარამაძეს, მარიამ როსტომაშვილს გადაეცათ პირველი ხარისხის დიპლომები და დაჯილდოვდნენ პლანშეტებით ფონდ “იავნანას” მიერ.
მოსწავლეები გამარჯვებული პროექტებით წარდგებიან მსოფლიო სამეცნიერო INTEL ISEF-ის კონფერენციაზე აშშ, ლოს-ანჯელესი, 14-დან 22 მაისამდე.
სკოლა ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებასა და მათ შემდგომ წარმატებებს უსურვებს.