GE
29 მაისი, 2018 13:38

72-ე საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა

72-ე საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა. კვირეული დატვირთული იყო სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებით.

“დღეს ამ ახალგაზრდებისთვის ისტორიული დღე იყო, ისეთი რომელიც საუკუნეში ერთხელ დგება, 100 წლის იუბილე იმ დღის, როცა მსოფლიო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, როცა დანგრეული იმპერიების ნანგრევებზე ფაშისტური, სოციალისტური-ტოტალიტარული რეჟიმები ძლიერდებოდა, აქ საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებელი ქვეყანა, კანონით დეკლარილებული ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით თანასწორობით და დემოკრატიული პრინციპებით, ქალთა მონაწილეობით პოლიტიკაში, ეთნიკური და რელიგიური თანასწორობით. ამ სახელმწიფოს ჰყავდა ჭკვიანი დიპლომატები, საუკეთესო ინტელიგენცია, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა. აი რატომ არის ეს დღე ასეთო მნიშვნელოვანი. ეს თაობა ნამდვილად შეძლებს შეცვალოს ამ ქვეყნის მომავალი, ისინი ამაყობენ, რომ ანწუხელიძის, დამენიას, ტატუნაშვილის, თაყაიშვილის, ოთხოზორიას და სხვა გმირთა ქვეყანას წარმოადგენენ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან არიან. მათ არასდროს დაავიწყდებათ ეს ლამაზი დღე. მადლობა ყველას”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

ღონისძიებების მიმდევრობა ასე გამოიყურებოდა:

21- მაისი – ვიქტორინა (საქართველოს პირველი რესპუბლიკა)
22 მაისი – გამოფენა (ვიცნობდეთ პირველი რესპუბლიკის გმირებს)
23 მაისი – საკლასო პრეზენტაციები |(საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ქართველი გენერლები პირველი რესპუბლიკის პერიოდში.
24 მაისი – ცნობადობის ამაღლების მიზნით ყველა საკლასო ოთახზე ციტატებისა და გამონათქვამების გამოკვრა;
25 მაისი – მსვლელობა თბილისის ისტორიულ ადგილებში ( დროშების და ბანერების დამზადება, მაისურების მოხატვა, 1918-1921 წლების ჰიმნის და ახალი ჰიმნის შესრულება).
26 მაისი – კვირეულის ამსახველი ვიდეორგოლის მომზადება და პრეზენტაცია.

თბილისის 72- საჯარო სკოლა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს გილოცავთ.

 

Aris.ge - განათლება განათლება